ჩვენს შესახებ


Lobby

 

ჩვეულებრივ ღირსშესანიშნაობა არის ისტორიასთან და კულტურასთან დაკავშირებული ადგილები. სასტუმრო მუზეუმი კი ახალი ღისშესანიშნაობაა მომხიბვლელ თბილისში. ბრენდი თავისთავში არის თანამედროვე თბილისის სიმბოლო თავისი ისტორიით და სიძველით წარმოჩენილი. მისი კონცეპტულუალური სტილი კი ქმნის მშვიდ და კომფორტულ ატმოსფეროს. როგორც ყველა მუზეუმი  ეს არის საუკეთესო ადგილი ლოკალური კულტურის, ისტორიის და ცნობილ ქართულ სტუმართ მასპინძლობის  გასაცნობად.

 


 

 

 ორბელიანების სასახლე, სადაც სასტუმრო მუზეუმია განთავსებული ისტორიული ნაგებობაა, სადაც საუკუნეების წინ დიდგვაროვანი ორბელიანების ოჯახი ცხოვრობდა,  სახელგანთქმული თავადი ორბელიანი იმ პერიოდის თბილისის ელიტას ხშირად მასპინძლობდა თავის სასახლეში. სადაც მუდამ იმართებოდა დიდი დარბაზობები და სალონური საღამოები.

 

სასტუმრო მუზეუმის არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი ისეთივე უნიკალურია, როგორც მისი კონცეფცია. მას გამოარჩევს მყუდრო ატმოსფერო, ინდივიდუალური, რაფინირებული, ელეგანტური  სტილი, რაც მე-19 საუკუნის ისტორიისა და თანამედროვე ხედვების ორგანული შერწყმით მიიღწევა.    

 

სასტუმრო მუზეუმი თბილისის შუაგულშია განთავსებული, მხოლოდ 100 მეტრის დაშორებით მდებარეობს ცნობილი ძველმანების ბაზრობა “მშრალი ხიდი” , ფეხით სავალი გზა აშორებს რუსთაველის გამზირს, ნარიყალას  და უძველეს გოგირდის აბანოებს. სასტუმროს პირველ სართულზეა განთავსებული სახელგანთქმული ღვინის რესტორანი „სირაჯხანა“, რომელიც წელს „გოემიოს“ რჩეული რესტორანი გახდა, ასევე  შენობის მეექვსე სართულზე საუცხოო ხედებით წარმოდგენილია ლაუნჯბარი, ხოლო პირველ სართულზე „კაფე მუზეუმი“ ფრანგულ სტილში გადაწყვეტილი გამწვანებული ტერასით, უგემრიელესი დესერტებით და ევროპული მენიუთი.

 

სასტუმრო 46 ნომერს, 2 კვების ობიექტს და საკონფერენციო ოთახს აერთიანებს.

 

თითოეული ოთახი დაპროექტებული და მოწყობილია სახასიათო გამორჩეული და ერთმანეთისგან განსხვავებული სტილისტიკითა და დიზაინით, ყველა ოთახი აღჭურვილია ტელევიზორით, მინიბარით და ჰიგიენური ნივთების ნაკრებით.

 


 

სასტუმრო მუზეუმის მიმღები ოპერირებს 24 საათი. უფასო WIFI და უფასო პარკინგი ხელმისაწვდომია მუზეუმის სტუმრებისთვის.

 

სიახლეები

 

28 - 30 მარტს სასტუმრო მუზეუმი ესწრება უკრაინის საერთაშორისო გამოფენას Uitt 2018 tourism exhibition.  

 


 

 

 

21 მარტს , კაფე მუზეუმმა უმასპინძლა ღონისძიებას Good France/ Goût de France, რომელიც ყოველწლიურად იმართება ფრანგული გასტრონომიის დღეების აღსანიშნავად. კაფე მუზეუმმა წარმოადგინა სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი კერძები ფრანგულ ღვინოებთან ერთად.  

 


 

 

 

მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin, სრულიად ქართული, ბუტიკური ტიპის სასტუმრო მუზეუმი ამაყად წარსდგა დამთვალიერებლების წინაშე.  

 


 

 

 

  • რესტორანმა სირაჯხანამ Gault & Millau -ს შეფასების ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა და დაიბრენდა - საერთაშორისო აბრით.  ღვინისა და სარესტორნო გზამკვლევი Gault & Millau პარიზში, 1962 წელს დაფუძნდა. ბრენდი უკვე 30-მდე ქვეყანაშია წარმოდგენილი და ეს რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. Gault&Millau საქართველოში პირველად გამოჩნდა 2017 წელს და პირველად შეაფასა ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი რესტორნები მკაცრად განსაზღვრული გაიდლაინების მიხედვით, რაც ჰარმონიზებული და უნიფიცირებულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით.  

 


 

 

 

რესტორანი სირაჯხანა დღითიდღე უფრო და უფრო პოპულარული ხდება როგორც ქართველ ისე უცხოელ მომხმარებლებს შორის, შესაბამისად თებერვლის თვეში სირაჯხანა გახდა თებერვლის რჩეული რესტორანი საერთაშორისო უმსხვილეს ტურისტულ ვებ პლატფორმა “tripadvisor” - ის მიერ.

 


 

 

 

2017 წლის დეკემბრის თვეში, Welcome to georgia - ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალზე, საუკეთესო კონცეპტუალურ რესტორნის ნომინაციაში გამარჯვებულად ღვინის რესტორანი "სირაჯხანა" დასახელდა. 

 


 

ვაკანსიები

ვაკანსია სასტუმროს ადმინისტრატორის თანამდებობაზე

 

აუცილებელი მოთხოვნები:

 

  • პროგრამა Fidelio-ს ცოდნა;
  • მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა; 
  • ასაკი- 21-დან - 30 წლამდე;
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;

 

მოვალეობები:

 

  • სტუმრების მიღება და განთავსება;
  • ჯავშნების მიღება;
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
  • მენეჯმენტის დავალებების შესრულება;
  • სტუმართან ანგარიშსწორების წარმოება;
  • სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება;
  • სასტუმროს შიდა ინფორმაციული პროგრამების განახლება და მონიტორინგი;

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ქართულ ენაზე.  ელ.ფოსტაზეhr@museumhotel.ge, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ სასურველი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

 


 

ვაკანსია დიასახლისის თანამდებობაზე

 

აუცილებელი მოთხოვნები:

 

  • მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • პუნქტუალური; 
  • კომუნიკაბელური;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე, ორგანიზებული;
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ; მოწესრიგებული;

 

მოვალეობები:

 

  • წინასწარ განსაზღვრული სართულის დერეფნების დალაგება;
  • საწმენდი აპარატურის მოვლა;
  • სტუმრების ოთახების დალაგება განრიგის მიხედვით, ოთახების სტუმრების მისაღებად გამზადება;
  • შენობის სისუფთავისა და ჰიგიენის რეგულარული კონტროლი;
  • სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ქართულ ენაზე.  ელ.ფოსტაზეhr@museumhotel.ge, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ სასურველი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

 


 

ვაკანსია მზარეულიპოზიციაზე

 

ძირითადი მოვალეობები:

 

  • მენიუში განსაზღვრული ძირითადი კერძების მომზადება;
  • შეინარჩუნოს სამუშაო ადგილის სისუფთავე არსებული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესაბამისად;
  • მომზადებული კერძების ხარისხის კონტროლი;
  • სასტუმროში არსებული სტანდარტების დაცვა, ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა;
  • ევროპული და ქართული სამზარეულოს ცოდნა;
  • სამზარეულოს მარაგების კონტროლი;

 

პიროვნული მოთხოვნები:

 

  • მინიმუმ 3-4 წლიანი სამუშაო სამუშაო გამოცდილება;
  • სისწრაფე, ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ქართულ ენაზე.  ელ.ფოსტაზეhr@museumhotel.ge, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ სასურველი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.


 

სპეციალური შეთავაზება
ღონისძიებები

შეუკვეთე ღონისძიება

ჩამოტვირთე ღონისძიების დეტალური შეთავაზება
  • საკონფერენციო ოთახი
  • კაფე მუზეუმი
  • სირაჯხანა
  • თეატრალური ტიპის წყობა
  • საკლასო ოთახის სტილის წყობა
  • U-ფორმა
  • ბანკეტის სტილის წყობა ჯდომით
  • ბორდრუმი
  • ბანკეტის სტილის წყობა დგომით
  • მიღება
დიახ არა
  • ყავის შესვენება | 7.00 Gel
  • დილის ყავის შესვენება | 10.00 Gel
  • საღამოს ყავის შესვენება | 14.00 Gel
  • მთელი დღის ყავის შესვენება | 20.00 Gel
  • ლანჩ პაკეტი / ფურშეტი | 20.00 Gel
  • მსუბუქი შესვენების პაკეტი | 20.00 Gel
  • ლანჩ პაკეტი, ბუფეტი | 28.00 Gel
  • ლანჩ პაკეტი, ბუფეტი | 35.00 Gel
  • სრული საკონფერენციო დღის პაკეტი | 60.00 Gel
სამაგიდე მიკროფონი
უკაბელო მიკროფონი
თარჯიმნის პულტი
მიმღები და ყურსასმენი
ხმის სისტემა
კლიპ მიკროფონი
პრეზენტაციის მართვის პულტი
პროექტორი
პროექტორის ეკრანი
LED ეკრანი 55”
ლეპტოპი
ტექნიკური მხარდაჭერა
ცენტრალური მართვის პულტი / ინსტალაცია / დეინსტალაცია
  • ლანჩ მენიუ | 14.00 Gel
  • კანაპე | 50.00 Gel
  • კანაპე | 70.00 Gel
  • კანაპე | 100.00 Gel
  • ძირითადი მენიუ
Download
  • სალხინო | 40.00 Gel
  • სააზნაურო | 60.00 Gel
  • სანადიმო | 80.00 Gel
  • სამეფო | 100.00 Gel
  • ძირითადი მენიუ
Download
  • კონფერენცია
  • ქორწილი
  • დაბადების დღე
  • კორპორაციული საღამო
  • სხვა
დიახ არა
დიახ არა
ელექტრონული ფოსტის მისამართი
მობილური
პირველადი მოთხოვნა განახლება
ვეთანხმები წესებს და პირობებს

გთხოვთ დეტალურად შეავსოთ მოცემული ველები, ივენთ მენეჯერი მალე დაგიკავშირდებათ, ზემოთ მოცემული ნიმუში იდეალურია სტანდარტული ივენთის დასაგეგმად, თუმცა არასტანდარტული მოთხოვნების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე +995 555 698 998

კონტაქტი

მისამართი

ვახტანგ ორბელიანის 10, 0105, თბილისი, საქართველო


საკონტაქტო ინფორმაცია

ინდივიდუალური ჯავშნები :
ელექტრონული მისამართი : reservation@museumhotel.ge
ტელეფონის ნომერი : +032 2 244 999

ჯგუფური და კორპორატიული ჯავშნები :
ელექტრონული მისამართი : s.jgarkava@museumhotel.ge
ტელეფონის ნომერი : +995 599 760 609

დაგვიკავშირდით ნებისმიერი შეკითხვის ან სპეციალური მოთხოვნის შემთხვევაში. მზად ვართ დაგეხმაროთ და ვიმედოვნებთ რომ ახლო მომავალში გიმასპინძლებთ სასტუმრო მუზეუმში.

წერილის გაგზავნა

მენიუ

Boutique Hotel

ისტორიული ძეგლი

დაჯავშნა
ვახტანგ ორბელიანის 10, 0105, თბილისი, საქართველო +032 2 244 999